შემოქმედებითი გარდასახვა - პროექტის სიახლეები - შემოქმედებითი გარდასახვა: გახსნითი ღონისძიება

შემოქმედებითი გარდასახვა: გახსნითი ღონისძიება

23.07.2021

23 ივლისს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, პროექტის - “შემოქმედებითი გარდასახვა: შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება”, გახსნითი ღონისძიება.
“შემოქმედებითი გარდასახვა” პირველი პროექტია საქართველოდან, რომელიც იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსდა. პროექტის მიზანია შემოქმედებითი ეკონომიკის გაძლიერება, მისი პრიორიტეტიზაცია და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესის მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბება.
პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო შემოქმედებითი ინდუსტრიების საბაზისო კვლევისა და აღნუსხვის ჩატარება, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის შემდგომ ეტაპებზე, დაგეგმილია ფართომასშტაბიანი ცნობადობის გაზრდის კამპანიისა და შემოქმედებითი ეკონომიკის საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავება.
ღონისძიებაში, პროექტის გუნდთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადსახვა სამთავრობო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც იმსჯელებენ შემოქმედებითი სექტორის მნიშვნელობასა და შემოქმედებითი ეკონომიკაზე, ასევე, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა:
-პროექტის მიზნების, ფორმატისა და დაგეგმილი საქმიანობის მოკლე პრეზენტაცია;
-შემოქმედებითი ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელთა მოკლე მოხსენებები და პანელური დისკუსია;
-ღია დისკუსია, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დასვას კითხვები პროექტთან თუ ზოგადად შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით.
ღონისძიება ჩატარდება ქართულ ენაზე, ონლაინ ფორმატში. ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურენოვანი თარგმანი.
Სსიპ შემოქმედებითი საქართველო, 2017 წელს დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მისიაც არის საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება.