SPACEHALL

SPACEHALL
SPACEHALL მულტიფუნქციური, კულტურული სივრცე/პლატფორმაა, რომელიც მსმენელს თანამედროვე ჟღერადობის მუსიკალურ ბენდებს, ელექტრონულ მუსიკას, საშემსრულებლო ხელოვნების აქტუალურ არტისტებს, ცოცხალ კონცერტებსა და წარმოდგენებს შესთავაზებს. BASSIANI-ს ოჯახის ახალი წევრი SPACEHALL 19 ნოემბერს გაიხსნება წერეთლის 2 ნომერში. აქვე დაიდებს ბინას პროექტი MUZAME, რომელიც ექსპერიმენტული  და ალტერნატიული  მუსიკის ფართოდ გავრცელებაზე ზრუნავს. პროექტის შესახებ უფრო დეატალურად  BASSIANI-სა და SPACEHALL-ის წარმომადგენლის, ნაჯა ორაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ. (ინტერვიუს წყარო http://www.marketer.ge/) 
"თანამედროვე ხელოვნება თავის თავში ტექნიკის არაერთ საშუალებას იყენებს: აუდიო, ვიზუალური, ტექსტი. მათი კომბინაციით იქმნება მნიშვნელოვანი სახელოვნებო-მუსიკალური ნამუშევრები, რომელსაც უამრავი მიმდევარი და გამზიარებელი ჰყავს ყველგან, მათ შორის, საქართველოშიც. აქტუალურ კულტურულ პროცესებში ჩართვა საზოგადოების წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა. SPACEHALL-ის მიზანი სწორედ ამ პროცესის ცოცხლად, სცენაზე გადმოტანაა.

19 ნოემბერს, SPACEHALL-ის სივრცეს დეტროიტ ტექნოს და ჰაუსის ცოცხალი ლეგენდა Omar-S გახსნის. მასთან ერთად დაუკრავენ დიჯეი და პროდიუსერი KVANCHI და Vodkast-ის დამაარსებელი და ვინილ კოლექტორი – Vakho."


M: რა მოლოდინები გაქვთ პროექტთან დაკავშირებით?

თანამედროვე ალტერნატიული ხელოვნება და ცოცხალი მუსიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. მისი მოყვარულთა რაოდენობა საქართველოში დღითიდღე იზრდება. SPACEHALL-ისთვის მნიშვნელოვანია როგორც უცხოელი არტისტების ინტერაქცია ადგილობრივ მსმენელთან, აგრეთვე ნიჭიერი ქართველი არტისტების დაკავშირება და ჩართვა გლობალურ კულტურულ პროცესებში. SPACEHALL-ის სცენიდან მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გახდეს თანამედროვე ქართული მუსიკალური კულტურისა და ხარისხის განვითარებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს