საერთაშორისო გამოფენა - „არტისტერიუმი“ 18 გაიხსნა
თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა -„არტისტერიუმი“ 18 გაიხსნა!
ოფიციალურ გახსნაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს სსიპ შემოქმედებითი საქართველოს დირექტორმა რუსუდან ჭუმბურიძემ, ა.ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რექტორმა აპოლონ ქუთათელაძემ და არტისტერიუმის დამფუძნებელმა მაგდა გურულმა.
ექსპოზიციის ფარგლებში ნაჩვენებია ქართულ-კორეული საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამა – „თანამშრომლობის ხედვები". გამოფენა ორ სხვადასხვა სივრცეში პარალელურად არის წარმოდგენილი. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც მაყურებელი ქართველი, კორეელი, თურქი, ჰოლანდიელი, იაპონელი, ფინელი, ირლანდიელი და შვეიცარელი მხატვრის ნამუშევრებს ნახავს.
პროექტი ასოციაცია არტისტერიუმის (საქართველო), გარემოს დაცვის ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმის - “Nine Dragon Heads (სამხრეთ კორეა) და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მიერ არის ორგანიზებული.
გამოფენა 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
„არტისტერიუმი“ პირველად 2008 წლის ნოემბერში ჩატარდა და უწყვეტად 18 წელია მიმდინარეობს.