ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიება მოეწყო ქალაქ - რუსთავში. ახალგაზრდებმა კარიერული შთაგონების მისაღებად წარმატების ნამდვილი ისტორიები მოისმინეს.
ღია დიალოგი და სხვადასხვა აქტივობა შედგა ღონისძიების ფარგლებში. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოწვევები ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა გააზიარეს.
ინიციატივამ 200 ახალგაზრდა გააერთიანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.
ღონისძიება ჩატარდა რუსთავში, კოლეჯ “მოდუსში” განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით. ასევე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით.