გვანცა თურმანიძე "უნაპირო ფიქრები"
2017 წლის 14–25 მარტს „არტ გალერეა ვაკე“ უმასპინძლებს მხატვარ გვანცა თურნამიძეს პერს. გამოფენით „უნაპირო ფიქრები“. გვანცა თურმანიძის შემოქმედებითი პალიტრა სიმშვიდისკენ და ფიქრისკენ მოწოდებაა, ის ფერებში მედიტირებს და „უნაპირო ფიქრის“ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი აბსტრაქციები - ორიგინალური ტექნიკით შესრულებული კომპოზიციებია, სადაც ავტორი სწრაფი მონასმებით, ფუნჯის გარეშე, საკუთარი სხეულის მოძრაობით და პლასტიკით ქმნის განწყობასა და ემოციას. გვანცა უდაოდ გულწრფელი და ნიჭიერი მხატვარია, იგი არ იმეორებს, და არავის ზეგავლენას არ განიცდის. მასთან, არაფერია შემთხვევითი. სწორედ ამიტომაც მისი ფიქრები უნაპიროა, განუმეორებელი და ერთადერთია. ამაში თვითონ რომ დარწმუნდეთ, მიიღოთ სასიამოვნო განცდები და ემოციები, არ გამოტოვოთ 14 მარტს 19სთ-ზე გამოფენის ოფიციალური გახსნა „არტ გალერეა ვაკე“-ში (ირ. აბაშიძის 47).
გვანცა თურმანიძე (ბიოგრაფია )
დაიბადა 1978 წ; ქ. ბათუმში
2003-04 ევროპული დიპლომი კულტურული პროექტების მენეჯმენტში, მარსელ ჰიქტერის ფონდი, ბრიუსელი, ბელგია
1999-00 პოსტ-ბაკალავრი (მაგისტრთან გათანაბრებული) სახვით ხელოვნებაში, ბაიამ შოუს ხელოვნების სკოლა, ლონდონი
1997-98 ბაკალავრი სახვით ხელოვნებაში, ბაიამ შოუს ხელოვნების სკოლა, ლონდონი
1995-96 სახვითი ხელოვნების მოსამზადებელი კურსი, ჩელსის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი, ლონდონი
1995 საზაფხულო კურსი, ამსტრონგის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი, სავანნა, ჯორჯიას შტატი, აშშ
იხილეთ ღონისძიება - https://www.facebook.com/events/1895247164093978/