კონკურსი
შენ ხარ ის, ვინც ქალაქზე, გარემოზე და საზოგადოებაზე ზემოქმედებს! ახალი შესაძლებლობა ვიზუალური ხელოვნების სფეროში!
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს - „ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
მისი მიზანია ფერწერის, ფოტოგრაფიის, გრაფიკის, ინსტალაციის, მულტიმედიისა და თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების პროექტების მხარდაჭერა და გამოფენების, ვორქშოფების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვა ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 60 000 ლარი, პროექტის განხორციელების ვადა კი 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლითაა.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება პროექტის დაფინანსების თაობაზე (დანართი №1);
- საპროექტო განაცხადი (დანართი №2.1 და №2.2);
- განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები/სახაზინო კოდი;
ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში–ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარდგენისას, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
საკონკურსო განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 10 ივლისიდან 24 ივლისის 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტით: info@creativegeorgia.ge
განაცხადების წარმოდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია საკონკურსო დებულებით შემდეგ ბმულზე:
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 1 სექტემბერს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ: 599 25 21 88 (სამუშაო საათებში 09:00 – 18:00 სთ-მდე).