კონკურსი

კონკურსი

სახელოვნებო საგანმანათლებლო სფეროს მხარდაჭერისთვის - ახალი კონკურსი ცხადდება!

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპშემოქმედებითი საქართველოაცხადებს კონკურსს–„კერძო/მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობა“.

მისი მიზანია კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო სასწავლებლების ინსტიტუციური განვითარება და სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა; ასევე მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება და სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. კონკურსის საერთო ბიუჯეტი კი 500 000 ლარია. პროექტის განხორციელების ვადაა 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება (დანართი №1);
  • საპროექტო განაცხადი (დანართი N2.1 და N2.2);
  • განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები/სახაზინო კოდი;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაშიამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარდგენისას, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ინფორმაცია პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის შესახებ და თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში);

 

საკონკურსო განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 10 ივლისიდან 24 ივლისის 18:00 საათამდეელექტრონული ფოსტით: info@creativegeorgia.ge

განაცხადების წარდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია საკონკურსო დებულებით შემდეგ ბმულზე:

დებულება

დანართი N1;

დანართი N2.1;

დანართი N2.2;

დანართი N3;

დანართი N4;

დანართი N4.1;

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 8 სექტემბერს.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 58 94 97 (სამუშაო საათებში – 09:00-18:00)