კონკურსი
შემოქმედებისთვის, რომლებიც ინკლუზიურ ჯგუფს განეკუთვნებიან - კონკურსი ცხადდება!
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“.
მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა; ბრაილის შრიფტით ქართული მხატვრული ლიტერატურის გამოცემა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით ინკლუზიური კულტურული მომსახურების გაძლიერება;
კონკურსის საერთო ბიუჯეტია- 100 000 ლარი.
მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, ხოლო პროექტის განხორციელების ვადაა 2025 წ. პირველი სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება დაფინანსების თაობაზე (დანართი N1);
- საპროექტო განაცხადი (დანართი N2.1 და N2.2);
- ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასურებელი დოკუმენტი, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში– ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარდგენისას, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინფორმაცია პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის შესახებ და თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში);
საკონკურსო განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 10 ივლისიდან 24 ივლისის 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტით: info@creativegeorgia.ge.
განაცხადების წარმოდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია საკონკურსო დებულებით შემდეგ ბმულზე:
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 8 სექტემბერს.
საკონტაქტო ნომერი: 599 47 06 91 (სამუშაო საათები 09:00 – 18:00 სთ-მდე).