კონკურსი ეთნიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ხელშეწყობისთვის
ვაცხადებთ კონკურსს ეთნიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ხელშეწყობისთვის!
სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს - „ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
20 წლის წინ საქართველო შეუერთდა UNESCO-ს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის“ კონვენციას. ჩვენი კონკურსი კი ემსახურება ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას.
კონკურსის მიზანია დმანისის, ნინოწმინდის, ახალციხის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის გამომხატველი ღონისძიებების მხარდაჭერა და საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების დაცვა-წარმოჩენას.
შეირჩევა საუკეთესო იდეები/პროექტები, რომლებიც მოიცავს:
- თეატრალურ წარმოდგენებს;
- კონცერტებს;
- კინოჩვენებებს;
- გამოფენებს;
- ლექცია-სემინარებს;
- ფესტივალებს;
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება (დანართი №1);
- საკონკურსო განაცხადი (დანართი №2.1 და №2.2);
- განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები/სახაზინო კოდი;
- კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარდგენისას, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინფორმაცია პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის შესახებ და თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში);
- შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/ პირის წინასწარი თანხმობა/ნებართვა იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელება გულისხმობს რაიმე ტიპის ნებართვის აუცილებლობას;
საკონკურსო განაცხადების მიღება იწყება 2025 წლის 20 აგვისტოს და გაგრძელდება 5 სექტემბრის ჩათვლით.
განაცხადები მიიღება ელექტრონულად – info@creativegeorgia.ge
გამარჯვებული პროექტები გამოქვეყნდება 30 სექტემბერს „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფიციალურ გვერდებზე.
საკონტაქტო ნომერი: 551 61 64 46 (სამუშაო საათები 09:00 - 18:00 სთ-მდე).