"ეროსი 100" - ეროსი მანჯგალაძის საიუბილეო საღამო
„ეროსი - 100“ - ეროსი მანჯგალაძის საიუბილეო საღამო შედგა!
გამორჩეულ ქართველ მსახიობსა და სპორტულ კომენტატორს, ეროსი მანჯგალაძეს 2025 წელს 100 წელი შეუსრულდებოდა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საიუბილეო საღამო ჩატარდა.
ღონისძიებაზე ისაუბრეს ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მონაწილეებმა ქართველი სახალხო არტისტის უნიკალური, დახვეწილი არტისტიზმით შესრულებული როლები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. პარალელურად, მაყურებელმა დიდ ეკრანზე იხილა ეპიზოდები ეროსი მანჯგალაძის მოგონებებიდან; ღონისძიება მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით იყო გაფორმებული.
კონცერტს უძღვებოდა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე. მონაწილეობდნენ მურმან ჯინორია, ნანა ფაჩუაშვილი, ნანული სარაჯიშვილი, მარინა კახიანი, ზურაბ ყიფშიძე, ნეკა სებისკვერაძე, „ჩვენი კვარტეტი“, „სიმღერის აკადემია“ (დირიჟორი: მანუჩარ კობახიძე). ღონისძიების რეჟისურა ეკუთვნის თინათინ კორძაძეს, სამხატვრო ხელმძღვანელია - ანა ნინუა, კომპოზიტორი - დავით თავაძე, ქორეოგრაფი- გიგი ლორია, ხოლო ვიდეო-რეჟისორი- გვანცა მეფარიშვილია.