„მუსიკალური შემოდგომა 2025“ ქუთაისში

„მუსიკალური შემოდგომა 2025“ ქუთაისში

საშემოდგომო მუსიკალური კონცერტების სერიის ფარგლებში, ღონისძიება ქუთაისში ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართა.

მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით მსმენელის წინაშე ყველასათვის საყვარელი ქართველი შემსრულებლები წარდგნენ.

„მუსიკალური შემოდგომა 2025-ის” ფარგლებში სულ 10 კონცერტი ჩატარდება.

პროექტი კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.