„მუსიკალური შემოდგომა 2025“ რუსთავში

„მუსიკალური შემოდგომა 2025“ რუსთავში

საშემოდგომო მუსიკალური კონცერტების სერიის ფარგლებში, ღონისძიება რუსთავში, 12 სექტემბერს, 19 საათზე, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა.

მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით მსმენელის წინაშე ყველასათვის საყვარელი ქართველი შემსრულებლები წარდგნენ.

„მუსიკალური შემოდგომა 2025-ის” ფარგლებში სულ 10 კონცერტი ჩატარდება.

პროექტი კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.