"მუსიკალური შემოდგომა" თელავში

"მუსიკალური შემოდგომა" თელავში
საშემოდგომო მუსიკალური კონცერტების სერიის ფარგლებში, ღონისძიება თელავში, 13 სექტემბერს ერეკლე II-ის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით მსმენელის წინაშე ყველასათვის საყვარელი ქართველი შემსრულებლები წარდგნენ.
„მუსიკალური შემოდგომა 2025-ის” ფარგლებში სულ 10 კონცერტი ჩატარდება.
პროექტი კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.