კონცერტი - "მზის შვილები"

კონცერტი - "მზის შვილები"

კონცერტი პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის -„მზის შვილები“.

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრში ორგანიზაცია -„მზის შვილების“ კონცერტი გაიმართა. პროექტში მონაწილებდა 26 ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან იღებდნენ მონაწილეობას. გამომსვლელებს შორის იყვნენ შშმ პირებიც.

პროექტის მიზანი, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათთვის შემოქმედებითი გარემოს შექმნაა. კონცერტის ბოლოს, მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

პროექტის მხარდამჭერია სსიპ შემოქმედებითი საქართველო, კულტურის სამინისტრო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.