საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" დასრულდა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ დასრულდა.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვია იტალიის საბალეტო დასი - Balletto Di Roma. დასკვნით ღონისძიებაზე ქორეოგრაფიული წარმოდგენა, სახელწოდებით - "ასტორი - ტანგოს საუკუნე" შესრულდა, რომელიც ლეგენდარულ ასტორ პიაცოლას და მის გენიალურ მუსიკას მიეძღვნა.
ფესტივალის "ღამის სერენადები"-ს ფარგლებში სულ 6 კონცერტი ჩატარდა. 20 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა და შემდეგ ბათუმსა და თბილისში გაგრძელდა. საკონცერტო საღამოების პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები გაიმართა მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ "შემოქმედებითი საქართველო", აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია და იტალიის საელჩო საქართველოში.