Fest I Nova 2025 – თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
Fest I Nova 2025 – თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელი წლის მთავარი თემაა - „საწყისებთან“.
არტ-ვილა გარიყულაში (კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი მეფისქალაქი), მთელი თვის განმავლობაში, ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 25 სტუდენტი ლატვიელ და იტალიელ ხელოვანებთან ერთად მუშაობდა თემაზე – „საწყისებთან“. შექმნილი ნამუშევრები სხვადასხვა საექსპოზიციო გარემოში წარმოადგინეს.
ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "Fest I Nova" 2008 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.
პროექტი "Fest I Nova 2025" ხორციელდება შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის მიერ, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.