ნიქოზის მე-12 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი დასრულდა
ნიქოზის მე-12 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი დასრულდა!
ამ ერთი კვირის განმავლობაში, რეგიონმა 28 ქვეყნის 187 რეჟისორის 176 ფილმს უმასპინძლა.
ფესტივალის მთავარი მიზანი მსოფლიო ანიმაციის გაცნობა და კულტურათა დიალოგის გაღრმავებაა.
ნიქოზი, რომელიც 2008 წლის ომის ეპიცენტრში აღმოჩნდა, დღეს მშვიდობისა და კულტურის სივრცედ ყალიბდება.