კონკურსი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს „კერძო/მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობა“, რომლის მიზანია:
• კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო განათლების დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა;
• სწავლა-სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა;
• პედაგოგებისა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება;
• შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა;
• ბავშვთა და მოზარდთა ემოციური, გონებრივი და შემოქმედებითი უნარების გაძლიერება;
• არაფორმალურ სახელოვნებო სივრცეებში ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა;
• უმაღლესი სახელოვნებო განათლების დაწესებულებებისთვის პოტენციური პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობა.
• სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა; კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დებულებით განსაზღვრულ შესაბამისობის კრიტერიუმებს. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი. კონკურსის საერთო ბიუჯეტია 500 000 ლარი. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობასა და თითოეული პროექტის დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისია. კონკურსში, შესაძლებელია უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომელიც თვალისწინებს მხარდამჭერი პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას. კონკურსში მონაწილეობისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
• განცხადება (დანართი №1), სსიპ შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის (შემდგომ - დირექტორი) სახელზე.
• საპროექტო განაცხადი (დანართი N2.1 და N2.2) - განმცხადებელი ვალდებულია საპროექტო განაცხადი, კერძოდ, დანართი N2.2 წარმოადგინოს როგორც კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმოწერილი ფორმით, ასევე, ელექტრონული სახით (Microsoft Excel-ის ფორმატში).
• განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები/სახაზინო კოდი;
• კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში–ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
• წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარდგენისას, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ინფორმაცია პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის შესახებ და თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში);
• შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/ პირის წინასწარი თანხმობა/ნებართვა იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელება გულისხმობს რაიმე ტიპის ნებართვის აუცილებლობას.
საკონკურსო განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 10 ივლისიდან 24 ივლისის 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტით: info@creativegeorgia.ge
განაცხადების წარდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია საკონკურსო დებულებით შემდეგ ბმულზე:
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 58 94 97 (სამუშაო საათებში – 09:00-18:00)