კონკურსი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სსიპ „შემოქმედებითი საქართველო” აცხადებს კონკურსს „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა”, რომელიც მიზნად ისახავს :
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობას;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარება/წარმოჩენასა და მათი კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ბრაილის შრიფტით შექმნილი ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების გამოცემის ხელშეწყობას;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, კულტურაზე ხელმისაწვდომობას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი. კონკურსის საერთო ბიუჯეტია 100 000 ლარი. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობასა და თითოეული პროექტის დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისია. კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• განცხადება პროექტის დაფინანსების თაობაზე (დანართი N1) სსიპ შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის (შემდგომ - დირექტორი) სახელზე.
• საპროექტო განაცხადი (დანართი N2.1 და N2.2) - განმცხადებელი ვალდებულია საპროექტო განაცხადი, კერძოდ, დანართი N2.2 წარმოადგინოს როგორც კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმოწერილი ფორმით, ასევე, ელექტრონული სახით (Microsoft Excel-ის ფორმატში).
• განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები/სახაზინო კოდი;
• ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში– ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. თუ პირს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარდგენისას, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ინფორმაცია პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის შესახებ და თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში).
• შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/პირის წინასწარი თანხმობა/ნებართვა იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელება გულისხმობს რაიმე ტიპის ნებართვის აუცილებლობას; საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.
საკონკურსო განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 10 ივლისიდან 24 ივლისის 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტით: info@creativegeorgia.ge.
განაცხადების წარმოდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია საკონკურსო დებულებით შემდეგ ბმულზე:
საკონტაქტო ნომერი: 599 47 06 91 (სამუშაო საათები 09:00 – 18:00 სთ-მდე).