განაცხადების წარდგენის წესი და ფორმა
თუ გსურთ, შემოიტანოთ განაცხადი სსიპ „შემოქმედებით საქართველოში“ თქვენი პროექტის დაფინანსების მოთხოვნით, უნდა მიჰყვეთ შემდეგ ნაბიჯებს და წარადგინოთ დოკუმენტაცია:
- განცხადება პროექტის დაფინანსების თაობაზე - დანართი №1;
ეს არის განცხადება პროექტის დაფინანსების თაობაზე. უნდა შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემები და შინაარსობრივი ინფორმაცია პროექტის შესახებ;
- საპროექტო განაცხადი - დანართი №2.1;
ამ დანართში უნდა აისახოს პროექტის/ღონისიძების ჯამური ბიუჯეტი და მისი დეტალური აღწერა, პროექტის/ღონისძიების შეფასების კრიტერიუმები, თქვენი გამოცდილება პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, პროექტის განხორციელების ეტაპები;
- პროექტის ბიუჯეტი - დანართი №2.2;
ამ განაცხადში წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის/ღონისძიების დეტალური ხარჯთაღრიცხვა. აუცილებელია, თან ერთოდეს ხელმოწერა. დოკუმენტის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც PDF, ასევე Microsoft Excel-ის ფორმატში;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში კი უნდა წარმოადგინონ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, განახლებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში;
- განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები/საგადასახადო კოდი;
- წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარდგენისას, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დოკუმენტების ხელმოწერა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალურად.
დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.
დანართების ფორმა:
საჭირო დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ მეილზე: info@creativegeorgia.ge
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ მეილზე: info@creativegeorgia.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
გისურვებთ წარმატებებს!