• სიახლეები
  • ქართული მუსიკის ფესტივალი "მუს-სკივრი" დაბრუნდა

ქართული მუსიკის ფესტივალი "მუს-სკივრი" დაბრუნდა

ქართული მუსიკის ფესტივალი "მუს-სკივრი" დაბრუნდა

ორი დღის განმავლობაში მსმენელებს ლეგენდარული კომპოზიტორების და თანამედროვე მუსიკოსების შემოქმედების გაცნობის საშუალება ჰქონდათ.

„მუს-სკივრი“-ს  რეპერტუარი ქართული მუსიკის საგანძურით შედგა. იმ ლეგენდარული სახელების დანატოვარით, როგორებიც არიან: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, სულხან ცინცაძე და სხვა მრავალი დიდი კომპოზიტორი.

თუმცა, "მუს-სკივრი" მხოლოდ მოგონება არ არის. ის დღევანდელი ქართული მუსიკის ხმაცაა — ხიდი წარსულსა და თანამედროვეობას შორის. ორ ნაწილად შემდგარ მუსიკალურ დღესასწაულზე ყველასათვის საყვარელი მუსიკოსები ახალი პროექტებით წარდგნენ. ღონისძიება ისტორიის მუზეუმში ,,ქარვასლაში” დაჯილდოებით დასრულდა.

"მუს-სკივრი" 2020 წელს დაარსდა და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა მსმენელს.
ფესტივალის იდეის ავტორი და დამფუძნებელი – კომპოზიტორი ქეთი გაბისიანია.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.