კონკურსის "ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“ შედეგები
გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსში: „ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“.
სულ შემოვიდა შვიდი განაცხადი. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად დასახელდა შემდეგი პროექტები:
- „საუკუნეთა და კულტურათა დიალოგი“;
- „კულტურათა კალეიდოსკოპი";
- მულტიეთნიკური ფესტივალი "შინ".
კონკურსის მიზანია დმანისის, ნინოწმინდის, ახალციხის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის გამომხატველი ღონისძიებების მხარდაჭერა და საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების დაცვა-წარმოჩენა.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში!