მე-8 საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“
რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ახალგაზრდული კინოფესტივალი -“თაობა“ წარმატებით მიმდინარეობს.
მე-8 საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული რეჟისორები, მსახიობები, კინოხელოვნების მოყვარულები. საფესტივალო აქტივობებში ჩართულია 300-მდე ახალგაზრდა.
ფესტივალის ფარგლებში 12 ქვეყნის 38 მოკლემეტრაჟიანი და 6 სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება შედგება. მონაწილე ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, მოირგონ ჟიურის როლი და გამოავლინონ გამარჯვებული ფილმები საერთაშორისო პროფესიონალებთან ერთად.
ფესტივალი მოიცავს ვორქშოფებს და მასტერკლასებს. ეწყობა ინტერაქციული სესიები.
ფესტივალი “თაობა” 2018 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს 13-18 წლის ახალგაზრდებში კინოხელოვნების მიმართ ინტერესის ზრდას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას და უკვე გამოცდილი ხელოვანების მიერ გამოცდილების გაზიარებას.
საფესტივალო პროგრამას წელს თბილისი, კინოთეატრი "ამირანი" მასპინძლობს. ჩვენებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის არის შესაძლებელი.
პროექტის მხარდამჭერები არიან სსიპ შემოქმედებითი საქართველო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ეროვნული სასახლე, კულტურისა და განათლების ფონდი და იტალიის საელჩო საქართველოში.