ომარ მხეიძის 90 წლის საიუბილეო საღამო

ომარ მხეიძის 90 წლის საიუბილეო საღამო

იცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ცნობილი ქართველი მოცეკვავის - ომარ მხეიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო შედგა! 

ქართული ქორეოგრაფიის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა 75 წელზე მეტი სცენას და ქართულ ცეკვას მიუძღვნა. აქედან სამი ათეული წელი ანსამბლ „სუხიშვილებთან“ გაატარა და ის ეროვნული ქორეოგრაფიის სახედ იქცა.

საიუბილეო ღონისძიება რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ: „სუხიშვილები“, „შვიდკაცა“, „ალილო“, მაია ჯაბუა, მურმან ჯინორია, ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემია და ანსამბლი „ქართული ფესვები“. ღონისძიების რეჟისორი დავით საყვარელიძე იყო. 

წარმოდგენას უძღვებოდნენ: ნიკოლოზ წულუკიძე და ნუცა ქავთარაძე.

ლეგენდარულ მოცეკვავეს სიცოცხლეშივე მრავალი ჯილდო და ტიტული აქვს მიღებული. იგი გახდა საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, 2014 წელს კი ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა „საუკუნის მოცეკვავედ“ დაასახელა. 

წელს თბილისის საკრებულომ მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას ომარ მხეიძის სახელი მიანიჭა.

ღონისძიება კულტურის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით განხორციელდა.