• სიახლეები
  • ცხადდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის კონკურსი

ცხადდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის კონკურსი

ცხადდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის კონკურსი

ცხადდება კონკურსი ქართველი ავტორებისთვის!

„შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის კონკურსს. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ახალ იდეებს შემატებს ქართულ ლიტერატურულ სამყაროს.

კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარება და ახალი თაობისთვის შთამაგონებელი სამყაროს შექმნა; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭის აღმოჩენა; საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა და ლიტერატურული პროცესების გაძლიერება.

ავტორებს ეძლევათ უნიკალური შანსი ნამუშევრები წარადგინონ 8 ნომინაციაში:

  • საუკეთესო პოეტური წიგნი
  • საუკეთესო პროზაული წიგნი
  • საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
  • საუკეთესო საბავშვო დრამატურგია
  • საუკეთესო დებიუტი
  • საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი
  • საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი
  • პრემია საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის

 

გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური კომისია.

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით თანდართულ დებულებაში და შეავსეთ შესაბამისი დანართები.

დებულება

დანართი 1

დანართი 2

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია ჩვენს მეილზე: info@creativegeorgia.ge