• სიახლეები
  • განაცხადების მიღება საერთაშორისო კონფერენციაზე

განაცხადების მიღება საერთაშორისო კონფერენციაზე

განაცხადების მიღება საერთაშორისო კონფერენციაზე

სსიპშემოქმედებითი საქართველო“ „იუნესკოს  მონაწილეობის პროგრამის“ 2022-2023 ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას კონფერენციაზე:

პატარა ქვეყნების ლიტერატურების კომერციალიზაცია და მისი როლი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ჩამოყალიბებისა და პოპულარიზაციის საქმეში. 

 

>>>ინფორმაცია კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის: თეზისების ატვირთვის ბოლო  ვადაამ გადაიწია 2023 წლის 27 მარტამდე<<<

 

ორგანიზატორები:

სსიპშემოქმედებითი საქართველო“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

 

პარტნიორი ორგანიზაციები:

კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 10-11 მაისს.

 

კონფერენციის ძირითადი მიმართულებები/სექციები:
ლიტერატურის კომერციალიზაციის თანამედროვე ბერკეტები (თარგმნა, საგამომცემლო საქმიანობა, ლიტერატურული სააგენტოების ფუნქციონირება და სხვ.);

ეთნიკური უმცირესობების მწერლობა საქართველოში - ლოკალური და გლობალური გამოწვევები;

ქალთა მწერლობა საქართველოში. მისი ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

 

 

კონფერენციის მიზანია:

  • გამოკვეთოს პატარა ქვეყნების/ერების ლიტერატურების წინაშე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები, გამოავლინოს მცირე ქვეყნების/ერების ლიტერატურების საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და აღიარების მოპოვების მექანიზმები;
  • იმსჯელოს ლიტერატურის როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის ტურისტული და ზოგადად ეკონომიკური პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით.
  • ხელი შეუწყოს კულტურათაშორის და ინტერ-ეთნიკურ დიალოგს, შექმნას კომუნიკაციის ქსელი და მხარეებს შორის გააჩინოს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები; 
  • ხელი შეუწყოს შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას.

 

 

საერთაშორისო კონფერენციის პლენარული მომხსენებლები იქნებიან:

  • ემა ჰაუსი - ორეჰამ ჯგუფის დამაარსებელი და საგამომცემლო ინდუსტრიის ექსპერტი (ინგლისიAbout | Oreham Group);
  • კარდელენ გენჩი - კალემის ლიტერატურული სააგენტოს წარმომადგენელი და ლიტერატურული აგენტი (თურქეთიAbout Us | Kalem Agency);
  • გაგა ლომიძე - ლიტერატურათმცოდნე, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, თსუ  ასოცირებული პროფესორი;
  • სალომე პატარიძე - ლიტერატურათმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი;
  • ოქტაი ქაზუმოვი - ლიტერატორი, მთარგმნელი.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მწერლების ჩართულობა დისკუსიებში.

 

კონფერენციში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1Lcsfyo7B0YkoPFHs_v6PRjlATgIwtW_CT0MgBvXTMvo/edit და თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზეunescoconferencegeorgia@gmail.com

 

თეზისის მოცულობა – 200-250 სიტყვა, 3-5 საკვანძო სიტყვა;

შრიფტი – Sylfaen; შრიფტის ზომა – 11; ინტერვალი – 1.

 

თეზისების ატვირთვის ბოლო  ვადაა 2023 წლის 27 მარტი 

არასწორად ატვირთული თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება.

 

მონაწილეებს შეარჩევს კონფერენციის საგანგებოდ შექმნილი კომისია.

შერჩეული მონაწილეები თავისუფალნი იქნებიან  სარეგისტრაციო  გადასახადისგან.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

 

ტექნიკური ინფორმაცია:

- მოხსენების ხანგრძლივობა (გარდა პლენარული მოხსენებებისა) – 15 წთ..

- კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

- განაცხადები მიიღება ქართულ  და ინგლისურ ენებზე.

- საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

 

კონფერენციისა ჩატარების ადგილი:

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

დარბაზი: საკონფერენციო დარბაზი.

მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა N7, 0108, თბილისი, საქართველო.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კონფერენციის კოორდინატორს აღნიშნულ  ელექტრონულ მისამართზე: unescoconferencegeorgia@gmail.com