• სიახლეები
  • შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგები

შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგები

შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგები

“ციფრული ტრანსფორმაცია” მიზნად ისახავს კულტურული ორგანიზაციების გაციფრულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შესაბამისი უნარების გამომუშავებას. პროექტს ახორციელებს შემოქმედებითი საქართველო და დაფინანსებულია UNESCO-ს მიერ. 

 

ინიციატივის აქტივობები 2024 წლის განმავლობაში განხორციელდა, მათ შორის, შემუშავდა კვლევის დოკუმენტი „ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს შემოქმედებით სექტორში: ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები”, ასევე, შემუშავდა კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით „ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი კულტურული ორგანიზაციებისთვის“ და განხორციელდა სხვა აქტივობები. 

 

პროექტის ფარგლებში, 2024 წლის, 7 და 8 ნოემბერს, სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის სივრცეში ჩატარდა, შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგები. ღონისძიების მიზანს მონაწილეთა შორის გაციფრულების შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი უნარების განვითარება წარმოადგენდა. ორი დღის მანძილზე, მონაწილეები გაეცნენ კვლევის დოკუმენტს, ასევე, მედიაწიგნიერების საფუძვლებს, კომუნიკაციებისა და გაციფრულების ინსტრუმენტებს და შეიძინეს პრაქტიკული ცოდნა ვებგვერდის შექმნის შესახებ (კოდის წერის გარეშე ტექნოლოგიის გამოყენებით). ტრენინგებს უძღვებოდა ტექნოლოგიური განათლების სერტიფიცირებული ტრენერი, დეველოპერი, დიზაინერი და ქართული ინოვაციური პლატფორმის "Doer"-ის დამფუძნებელი - თორნიკე რამაზაშვილი და მედია კომუნიკაციების პროფესიონალი - ნინი სამხარაძე. 

 

ღონისძიებაზე შეიქმნა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ვებგვერდი ქართულ და ინგლისურ ენებზე, უფასო პლატფორმაზე - wix.com. დამუშავდა საიტზე განსათავსებელი ტექსტები და სტრუქტურა, ხაზი გაესვა არა მხოლოდ მუზეუმის ისტორიასა და მნიშნველობას, არამედ, თავად გოგებაშვილის ლიტერატურულ და ეროვნულ ღვაწლს, მათ შორის რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და პედაგოგიკის ტექნიკების ინტეგრირებაში, ასევე, იაკობის როლს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. ჩვენს მიერ მომზადებული ვებ-გვერდს შეგიძლიათ ეწვიოთ - gogebashvilimuseum.wixsite.com