• სიახლეები
  • ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი კულტურული ორგანიზაციებისთვის

ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი კულტურული ორგანიზაციებისთვის

ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი კულტურული ორგანიზაციებისთვის

ციფრული ტრანსფორმაცია დღევანდელი სამყაროს მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელმაც შეუქცევადი ცვლილებები შეიტანა სხავადსხვა სექტორში, მათ შორის, შემოქმედებით ინდუსტრიებშიც. ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ციფრული მედიის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა.

 

„ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი კულტურული ორგანიზაციებისთვის“ შექმნილია პროექტ „ციფრული ტრანსფორმაციის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სსიპ შემოქმედებითი საქართველო და იგი მიზნად ისახავს კულტურული ორგანიზაციების გაციფრულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შესაბამისი უნარების გამომუშავებას.

 

გზამკვლევი შედგენილია, პროექტის ფარგლებში, განხორციელებული კვლევითი საქმიანობისა და კვლევის დოკუმენტის საჭიროებათა ანალიზის შესაბამისად. სატრენინგო მოდულის მიზანია მკითხველში აამაღლოს ცნობიერება გაციფრულების მნიშნველობისა და ინსტრუმენტების შესახებ კულტურულ ორგანიზაციებში, ასევე, განავითაროს ციფრული კომპეტენციები და უნარები თეორიული და პრაქტიკული დავალებების გზით. 

 

დოკუმენტი მოიცავს 6 სატრენინგო მოდულს, თეორიულ და პრაქტიკულ დავალებებს. ასევე, განვიხილავთ ციფრული ტრანსფორმაციის საფუძვლებს, მის მნიშვნელობას და გავლენას კულტურულ ორგანიზაციებზე, ასევე გამოვავლენთ გამოწვევებს, რომლებსაც თქვენი ორგანიზაციები შეიძლება წააწყდნენ ამ ცვლილების პროცესში. გარდა ამისა, გავეცნობით ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ მაგალითებს, თუ როგორ შეუძლია ციფრულ სამყაროში სწორმა პოზიციონირებამ გააუმჯობესოს შემოქმედებითი ინდუსტრიების ფუნქციონირება და კონკურენტუნარიანობა.

 

პროექტი “ციფრული ტრანსფორმაცია” დაფინანსებულია UNESCO-ს მიერ.

 

კვლევის დოკუმენტის ნახვა ქართულ ენაზე, შეგიძლიათ აქ.

კვლევის დოკუმენტის ნახვა ინგლისურ ენაზე, შეგიძლიათ აქ.