კონკურსი - „სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“
სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, აცხადებს კონკურსს - „სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“.
კონკურსის მიზანია:
- საქართველოს რეგიონებში სალიტერატურო პროცესების გააქტიურება და პოპულარიზაცია;
- საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა;
- რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების საქმიანობის ხელშეწყობა;
- თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა;
საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
· პერიოდული გამოცემა უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა თაობისა და გემოვნების მკითხველს, რაც უზრუნველყოფს დაინტერესების მაღალ ხარისხს;
· პერიოდული გამოცემა უნდა გვთავაზობდეს რუბრიკების მრავალფეროვნებას (იგულისხმება როგორც ტრადიციული, ისე - ინოვაციური რუბრიკები);
· პერიოდულ გამოცემაში უნდა იბეჭდებოდეს როგორც მიმდინარე ლიტერატურული პროცესის ნიმუშები, ისე - კლასიკური ქართული ტექსტები;
· პერიოდულ გამოცემაში უნდა იბეჭდებოდეს სხვადასხვა ჟანრის ტექსტები, მათ შორის, იშვიათობად ქცეული, ან აქამდე გამოუქვეყნებელი, რაც ახალ პერსპექტივებს გახსნის ქართველი მკითხველის თვალწინ, მათ შორის, შესაძლებელს გახდის ახალი ავტორების გაცნობას;
· პერიოდულ გამოცემაში წარმოდგენილი უნდა იყოს მთარგმნელების ნამუშევრები, როგორც უახლესი, ისე - ადრე შესრულებული;.
· პერიოდულ გამოცემაში წარმოდგენილი უნდა იყოს ლიტერატურული კრიტიკისა და ესეისტიკის ნიმუშები, რაც შემოქმედებითი ინსპირაციის ახალ წყაროდ გადაიქცევა და მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს მიმდინარე ლიტერატურული პროცესის ანალიტიკურ თუ სამეცნიერო შეფასებას;
· პერიოდულ გამოცემაში აისახოს მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ლიტერატურული პროცესები.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:
- საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;
- საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;
- საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
საპროექტო განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, 2023 წლის 03 აპრილიდან - 18 აპრილის 18:00 საათამდე;
კონკურსანტებმა მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით საკონკურსო პირობებით დადგენილი ვადებისა და პირობების შესაბამისად. საპროექტო განაცხადის ელექტრონული ფორმა და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტაზე - docs@creativegeorgia.ge;
ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის პირველი დეკემბრისა.
იხილეთ:
დანართი N2-საპროექტო განაცხადი
დანართი N3-დაზუსტებული ინფორმაცია
დანართი N4-შესრულების ანგარიში