კონკურსი: “ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“.
სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, საქართველოს კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, აცხადებს კონკურსს “ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“.
კონკურსის მიზანია 5-კვირიანი ტრეინინგების ჩატარება საქართველოში ლიტერატურული აგენტის პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და შესაბამისი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ქართული ლიტერატურის სწორად გატანას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
კონკურსი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „კულტურის ხელშეწყობის“/„მუზეუმების განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში.
საკონკურსო თანხის ოდენობა შეადგენს 26,500.00 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით);
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა:
- კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ტრენინგ ცენტრებს;
- კონკურსში მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჰუმანიტარული მიმართულება/პროფილი;
- კონკურსში მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
საპროექტო განაცხადების მიღება ხდება 2022 წლის 11 მაისიდან - 6 ივნისის 18:00 საათამდე;
გამარჯვებული პროექტის დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია, საპროექტო განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
კონკურსის შედეგები ქვეყნდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ვებ-გვერდზე - creativegeorgia.ge, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
დანართი 2 - საპროექტო განაცხადი
დანართი 3 - დაზუსტებული ინფორმაცია
დანართი 4 - შესრულების ანგარიში
საკონტაქტო ინფორმაცია
კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ განაცხადზე დასტური არ მიიღეთ ერთ სამუშაო დღეში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ngadilia@creativegeorgia.ge;
საკონტაქტო ტელ: +995 555 383029