• სიახლეები
  • კონკურსი „სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“

კონკურსი „სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“

კონკურსი „სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“

„შემოქმედებითი საქართველო“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, აცხადებს კონკურსს - „სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“.
 
კონკურსის მიზანია საქართველოს რეგიონებში სალიტერატურო პროცესების გააქტიურება და პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების წახალისება. ქართველი რეგიონული ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა. სალიტერატურო კრიტიკის განვითარება პერიოდული გამოცემების ხელშეწყობის გზით.

 
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს
- საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;
- საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;
- საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
 
სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;
 
საპროექტო განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, 2022 წლის 24 მარტიდან - 4 აპრილის 18:00 საათამდე, მისამართზე: docs@creativegeorgia.ge;
 
გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია.
 
კონკურსის შედეგები ქვეყნდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ვებ-გვერდზე - creativegeorgia.ge, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
 
ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი დეკემბრისა.
 
 
კონკურსის წესი და პირობები
დანართი N1 -განცხადების ფორმა
დანართი-N2-საპროექტო-განაცხადი
დანართი-N3-დაზუსტებული ინფორმაცია
დანართი-N4-შესრულების-ანგარიში.