• სიახლეები
  • კვლევისა და მტკიცებულებების ჩარჩო საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის

კვლევისა და მტკიცებულებების ჩარჩო საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის

კვლევისა და მტკიცებულებების ჩარჩო საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის

პროექტიკვლევისა და მტკიცებულებების ჩარჩოს შექმნა საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის” (Creative Industries Research and Evidence Framework -CI REF) ხორციელდება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, რადგან ქვეყანა ხელახლა აყალიბებს მიდგომას კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის მიმართ ამბიციური მიზნით, რომ გაზარდოს შესაძლებლობები, ხელი შეუწყოს ინოვაციას და უზრუნველყოს ინკლუზიური ზრდა.

 

ტომ ფლემინგის შემოქმედებითმა საკონსულტაციო ორგანიზაციამ (TFCC) ბრიტანეთის საბჭოს დაკვეთით და ხელშეწყობით, სსიპშემოქმედებით საქართველოსთანდა საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში არსებულ მნიშვნელოვან პარტნიორებთან თანამშრომლობით, შექმნა დოკუმენტი - „კვლევისა და მტკიცებულებების ჩარჩო საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის“. 

 

პროექტის - CI REF,  მიზანია საქართველოშიშემოქმედებითი ინდუსტრიების პოლიტიკისა და ინვესტირების მიმართულებით, სტრუქტურული და მდგრადი მიდგომების დამკვიდრებასაქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში მოქმედ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე (და ფართო კულტურული, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გათვალისწინებით), პროექტი მიზნად ისახავს შემდეგს: 

 

-       კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლის აღიარების გაზრდა სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაში. 

-       საქართველოში, სექტორის წარმომადგენელთა წახალისება, კვლევისა და მტკიცებულებების ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობის მიზნით, რათა მეტად გამოიკვეთოს როგორც შემოქმედებითი ქვესექტორების, ასევე მთლიანად შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის საჭიროებები. აღნიშნული მოიცავს კავშირებს ტრადიციულად სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ და დაფინანსებულ კულტურულ აქტივობებსა და საჯარო/კერძო აქტივობების მზარდად შერეულ ეკონომიკას შორის.

-       სტრატეგიული დაგეგმვის, პროექტის მენეჯმენტის და .. მიმართულებით, მონაცემთა სისტემატური შეგროვების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

-       არსებული კვლევების და მონაცემების მიმოხილვა და შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ დამატებითი კვლევითი მონაცემების შეგროვების და ანალიზის მხარდაჭერა.

-       შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლთა უნარ-ჩვევების გაძლიერების ხელშეწყობა მონაცემების, კვლევებისა და მტკიცებულებების სისტემატური შეგროვების საფუძველზე.

 

 

პროექტიკვლევისა და მტკიცებულებების ჩარჩოს შექმნა საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვისარის ბრიტანეთის საბჭოს ახალი, სამწლიანი შემოქმედებითი ეკონომიკის პროგრამის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია პოლიტიკის განვითარებაზე, მეწარმეობასა და კულტურულ ლიდერობაზე. პროგრამა ხორციელდება ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, ასევე თურქეთსა და უკრაინაში და მათ დიდ ბრიტანეთთან აკავშირებს.

 

წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაცია საერთაშორისო კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით: www.tfconsultancy.co.uk 

 

გადმოიწერეთ დოკუმენტი