პირველი “ჭკვიანი ოფისი” საქართველოში

პირველი “ჭკვიანი ოფისი” საქართველოში
ეწევით მცირე ბიზნესს, მაგრამ არ გაგაჩნიათ ოფისის და კადრების შენახვის რესურსი, რაც განვითარებაში გიშლით ხელს? ან, გაქვთ ბიზნეს იდეა, რომლის ბაზარზე დანერგვა ეფექტურად, მცირე დანახარჯებით გსურთ? გინდათ, რომ გააკეთოთ ხარჯების და ბიზნეს რისკების მინიმიზაცია? მრავალი საერთაშორისო კვლევის თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები საკუთარი დროის 60%-80% ხარჯავენ სტანდარტულ ბიზნეს აქტივობებზე და მხოლოდ დანარჩენს ბიზნესის ძირითად მიმართულებაზე. დღეიდან, შესაძლებლობა გეძლევათ, სრული კონცენტრაცია მოახდინოთ თქვენს ძირითად საქმიანობაზე და სტანდარტული ბიზნეს აქტივობები ანდოთ პროფესიონალ გუნდს. 

მარკეტერი გვთავაზობს ინტერვიუს სიგმა ჯგუფთან.

M: რას საქმიანობს სიგმა ჯგუფი ?

სიგმა ჯგუფი დაფუძნდა ერთი წლის წინ, როგორც პირველი “ჭკვიანი ოფისი” საქართველოში. ჩვენი სერვისები მოიცავს: ადმინისტრაციულ (ოფის მენეჯერი), ბუღალტრულ/საგადასახადო, იურიდიულ, მარკეტინგულ და ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებებს. ანუ, სიგმა ჯგუფში შესაძლებელია ორგანიზაციამ მიიღოს სრულად (კადრებით, საოფისე აღჭურვილობით, სამუშაო და შეხვედრების ოთახებით) დაკომპლექტებული ოფისი იმ ოდენობით, რაც მას სჭირდება.

M: რას ნიშნავს ჭკვიანი ოფისი და რა სერვისებს მოიცავს იგი ?

ჭკვიანი ოფისის კონცეფცია მსოფლიოში დაინერგა 10-15 წლის წინ. იდეა გაჩნდა მრავალი კვლევის შემდეგ, რის საფუძველზეც ჩანს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი დროითი და ფინანსური რესურსის 60%-80% ხარჯავენ დამატებით ბიზნეს აქტივობებზე და არა მათ ძირითად საქმიანობაზე.

ჭკვიანი ოფისის სერვისები მოიცავს შემდეგს:

ადმინისტრაციული: საკუთარი ტელეფონის ნომერი, სადაც ჩვენი ოფის მენეჯერი მიიღებს და დაამუშავებს ზარებს თქვენი სახელით. ფიზიკური მისამართი საფოსტო გზავნილების მისაღებად/გასაგზავნად. საბუთების შენახვა, დაარქივება.
ბუღალტრული–საგადასახადო: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა/დადასტურება. დეკლარაციების მომზადება/ატვირთვა. გადარიცხვების მომზადება. ინვოისების მომზადება, გაგზავნა. ფინანსური მოდელირება და ოპტიმალური საგადასახადო სისტემის დანერგვა.
იურიდიული: სტანდარტული ხელშეკრულებების მომზადება. ხელშეკრულებების ანალიზი და წარმომადგენლობა სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებებზე. ორგანიზაციის იურიდიული სტრუქტურის ჩამოყალიბება.
მარკეტინგული: Facebook გვერდების მართვა და ადმინისტრირება. კორპორატიული პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება. კორპორატიული პორტფელის (ლოგო, ბლანკი, სავიზიტო ბარათი, ბრენდბუქი, სხვა) შექმნა. კომერციული შეთავაზებების მომზადება/გაგზავნა.
შეხვედრების და სამუშაო სივრცე: საოფისე ოთახი და შეხვედრების ოთახი კლიენტზე მორგებული გრაფიკით. საოფისე აღჭურვილობა (პრინტერი, სკანერი, ქსეროქსი, პროექტორი, ა. შ.).
პერსონალური ასისტენტი: საბუთების/ინფორმაციის მოძიება, სხვადასხვა რეპორტების წარმოება (ფინანსური, საოპერაციო, სხვა). მომსახურებების და პროდუქტების (ნოტარიუსი, თარჯიმანი, საოფისე მასალები, სხვა) შესყიდვების წარმოება. სტანდარტული ბიზნეს დავალებების შესრულება.

ყოველივე ზემოთხსენებულს ჩვენი კომპანია სთავაზობს ბაზარს გაცილებით უფრო მოქნილი და ეფექტური პირობებით. ოფისის იჯარა/ხარჯები, სახელფასო ფონდი და სხვა სტანდარტული ბიზნეს სერვისების ჯამურმა ღირებულებამ შეიძლება მიაღწიოს 3,000 ლარს, როცა სიგმა ჯგუფში შესაძლებელია ასეთი პაკეტების შეძენა $250 – დან.

დაინტერესების შემთხვევაში, დარეგისტრირდით 15 იანვრამდე შემდეგ ბმულზეwww.sigmagroup.ge/registration და მიიღეთ ერთთვიანი მომსახურება საჩუქრად.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს:  www.sigmagroup.ge

ან დაგვიკავშირდით – 2 201 123, 591 96 99 01.

ინტერვიუს წყარო