Invisible College

 Invisible College
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, 2016 წლის 19 თებერვალს "შემოქმედებითი მედიაციის" პროგრამის მონაწილეების შემაჯამებელი გამოფენა "უხილავი კოლეჯი" გახსნა არტარეას გალერეაში.

ქუჯი დავითულიანის ექსპერიმენტული მუსიკის ლაივი. 

’უხილავი კოლეჯი’ თანამედროვე ხელოვნების ცენტრის არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის მეექვსე ნაკადს პირობითად აღნიშნავს. 
ამ დასახელებით, 2016 წლის განმავლობაში სოციალურ ქსელში დახურული ჯგუფი ფუქნციონირებდა, რომელიც ინფორმაციის, გაზიარების და ორგანიზების სივრცედ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის ალტერნატიულ საგანმანათლებლო პროცესს ისტორიულ ‘უხილავ კოლეჯს’ ვერ შევადარებთ, ორივე შემთხვევაში საქმე ცოდნის განსხვავებულ გადაცემასთან გვაქვს. პარალელი სწორედ არასტანდარტულ და არაფორმალურ განზომილებას გულისხმობს ცოდნის გაზიარების და განვითარების სფეროში. ჯგუფისთვის ეს მეტაფორა ქმედითი აღმოჩდა და თავდაპირველი პირობითობა პუბლიკაციითა და ამ გამოფენით კონკრეტულად განხორციელდა. 

გამოფენაში მონაწილეობენ:
გვანცა ბერძენიძე // მარიამ გაბრიჭიძე // ნუცა ესებუა // ნუცა იაშვილი // მაკა კილაძე // მარიამ კუპრაშვილი // მარი ლებანიძე // ელენე მალაშევსკი-ჯაყელი // თამარ ნადირაძე // გიორგი შალიკაშვილი // ნინუცა შატბერაშვილი // ოთო შენგელია // თაკო ძაგანია ბარამიძე



ქუჯი დავითულიანი - საუნდარტისტი, მისი კომპოზიციების ძირითადი ნაწილი გარემოდან მოპოვებული ხმების ტრანსფორმაციითაა შექმნილი, თუმცა რიგ შემთხვევებში მათ უცვლელი სახითაც იყენებს. 
იგი ელექტროაკუსტიკურ მუსიკაზე 2008 წლიდან მუშაობს და ელექტრონულ და ელექტროაკუსტიკურ მუსიკას ასწავლის კონსერვატორიასა და ილიას უნივერსიტეტში.

იხილეთ ღონისძიება - https://www.facebook.com/events/1830154123939141/