• სიახლეები
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურულ კონკურსი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურულ კონკურსი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურულ კონკურსი

 

''იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის“ მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: 

⁃ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს);

  ⁃ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს;

⁃ ნომინაციაზე „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“ განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს ან/და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს), რომელთაც აღნიშნული კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 (ორი) წლის მანძილზე (2023 და 2022 წელს) გაიმარჯვეს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ ინიცირებულ „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის“ რომელიმე ნომინაციაში.

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

⁃ საუკეთესო პოეტური წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);

⁃ საუკეთესო პროზაული წიგნი (გაიცემა სამი პრემია);

ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;

ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;

გ) ყმაწვილებისთვის, 13 + . ⁃ საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია);

ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;

ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი; ⁃ საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა ერთი პრემია);

⁃ საუკეთესო დებიუტი (გაიცემა ერთი პრემია);

⁃ საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);

⁃ საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია);

⁃ საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის (გაიცემა ერთი პრემია) თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით);

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კონკურსანტმა საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წინა (2023) წელს წიგნად გამოცემული ნაწარმოების შესაფასებლად - როგორც ელექტრონული ფორმით, ისე ნაბეჭდი წიგნის სახით, სამ ეგზემპლარად, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში (მისამართი: ვ. დოლიძის # 28), ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ კონკურსანტს მიეცემა შესაძლებლობა, პიესები და ინოვაციური პროექტები წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტაზე - docs@creativegeorgia.ge;

საპროექტო განაცხადები მიღება განახლდა 2024 წლის 6 ივლისიდან 31 ივლისის 18:00 საათამდე; საკონკურსო ნაწარმოებები ნაბეჭდი წიგნის სახით სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში მიიღება საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე, ყოველ პარასკევს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე.

იხილეთ: კონკურსის წესი და პირობები;

დანართი 1 - განცხადების ფორმა;

დანართი 2 - საპროექტო განაცხადი

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ განაცხადზე დასტური არ მიიღეთ ერთ სამუშაო დღეში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: mananasaladze@yahoo.com საკონტაქტო ტელ: +995595474646