• სიახლეები
  • „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი“

„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი“

„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი“

„შემოქმედებითი საქართველო“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, აცხადებს  „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსს“

კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.


კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
-  საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს);
-  საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს;
  

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
 
- საუკეთესო პოეტური წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
- საუკეთესო პროზაული წიგნი (გაიცემა სამი პრემია);
ა)   ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ)   პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
გ)   ყმაწვილებისთვის, 13 +

საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია);
ა)   ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ)   პატარებისთვის, 7 – 12 წელი;


- საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა ერთი პრემია);

- საუკეთესო დებიუტი (გაიცემა ერთი პრემია);

- საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);

- საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია);

- საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის (გაიცემა ერთი პრემია)

*ნომინაციაზე „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“ განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს)
 
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით);

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კონკურსანტმა საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წინა (2021) წელს წიგნად გამოცემული ნაწარმოების შესაფასებლად;

კონკურსანტმა ნაწარმოები უნდა წარმოადგინოს როგორც ელექტრონული ფორმით, ისე ნაბეჭდი წიგნის სახით სამ ეგზემპლარად სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში (მისამართი: ვ. დოლიძის # 28), ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ კონკურსანტს მიეცემა შესაძლებლობა, პიესები და ინოვაციური პროექტები წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით  ელ. ფოსტაზე -  docs@creativegeorgia.ge;
საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

 

საკონკურსო ნაწარმოებების ნაბეჭდი წიგნის სახით წარმოდგენა შესაძლებელია სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში (მისამართი: ვ. დოლიძის # 28) ყოველ სამშაბათს 12 საათიდან - 16 საათამდე (31 მაისის ჩათვლით). 

საპროექტო განაცხადი მიღებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელექტრონულად გამოგზავნილ საპროექტო განაცხადზე ელ.ფოსტიდან docs@creativegeorgia.ge განმცხადებელი მიიღებს დასტურს განაცხადის მიღების შესახებ;

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება 2022 წლის ოქტომბრის თვეში; 

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ განაცხადზე დასტური არ მიიღეთ ერთ სამუშაო დღეში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ngadilia@creativegeorgia.ge
საკონტაქტო ტელ: +995555 383029
 


კონკურსის წესი და პირობები
დანართი 1 - განცხადების ფორმა
დანართი 2 - სააპლიკაციო ფორმა