„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის" მოკლე სია
„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსისის“ საკონკურსო კომისიამ ნომინაციებში მოკლე სია გამოავლინა.
წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან, რომელიც ა.წ. 28 ნოემბერს გაიმართება.
იხილეთ წლევანდელი მოკლე სია:
1. ნომინაცია - საუკეთესო პოეტური წიგნი
• „სარკის ჩიტი“ - ელფის გამომცემლობა / ავტორი ვანო ჩხიკვაძე;
• „ფრთათმანები“- ავტორი ედუარდ უგულავა;
2. ნომინაცია - საუკეთესო პროზაული წიგნი ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი
გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება.
3. ნომინაცია - საუკეთესო პროზაული წიგნი პატარებისთვის, 7 – 12 წელი
• „საბავშვო მოთხრობები “- ავტორი თინათინ ჭეჟია;
• „თანამედროვე უფლისწული“ - გამომცემლობა „შემეცნება“ / ავტორი მურად მთვარელიძე;
4. ნომინაცია - საუკეთესო პროზაული წიგნი ყმაწვილებისთვის 13+
კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებული არ გამოვლიდა.
5. ნომინაცია - საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი
• „ კარგად ყოფნის წესები“ - გამომცემლობა „პალიტრა L“ /მხატვარი მარიამ პაპუაშვილი;
• „ უფარფლებო თევზი რიტო“ - გამომცემლობა „პალიტრა L“ /მხატვარი მარიამ პაპუაშვილი;
6. ნომინაცია - საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი პატარებისთვის, 7 – 12 წელი
• „საბავშვო მოთხრობები“ - მხატვარი თამარ მამუკელაშვილი;
• „რა ღირს მოგზაურობა მზეზე“ - „ელფის" გამომცემლობა / მხატვარი ლელა ცინაძე;
7. ნომინაცია - საუკეთესო საბავშვო დრამატურგია
• „საყმაწვილო პიესა დუდანა“ - ედუარდ უგულავა;
• პიესების კრებული - „ჩვენი სცენა“ - ირმა მალაციძე;
8. ნომინაცია -საუკეთესო დებიუტი
• „მეგი პორპინსი და სხვა მოთხრობები“ - „ელფის“ გამომცემლობა / ავტორი ქეთი კვიტატიანი;
• „კარგად ყოფნის წესები-გამომცემლობა „ პალიტრა L“ / ავტორი თუთა ჯგუშია;
9. ნომინაცია - საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი
• „ენი მწვანე მეზონინებიდან“- „გამომცემლობა წიგნები ბათუმში"/ ლუსი მოდ მონტგომერი / მთარგმნელი ია კოროშინაძე;
• „თურმე რას ხედავს მზე“ - 14 პატარა მოთხრობაა - ავტორი ზაქარია თამერი / მთარგმნელი თინათინ დვალი;
10. ნომინაცია - საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი
• „მხიარული ხაზები-„ელფის“ გამომცემლობა / ავტორი თამარ ადამია;
• „არტპროექტი ბავშვებისთვის“- გამომცემლობა პეგასი“ / ავტორი მანანა მიქაშავიძე;
11. ნომინაცია - საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის
საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდება.
კონკურსი ხორციელდება სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.