საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანის შეხვედრა "შემოქმედებითი საქართველოს" ხელმძღვანელობასთან
მინისტრი ადგილზე გაეცნო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. მინისტრმა „შემოქმედებითი საქართველო“-ს ხელმძღვანელობას სამინისტროს ხედვები გააცნო და აღნიშნა, რომ სამინისტროს უმნიშვნელოვანესი მიმართულება შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობაა.
თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო მზადაა ამ ორგანიზაციას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს საერთო მიზნების მისაღწევად, რაც, საბოლოო ჯამში, შემოქმედებითი პროცესის გააქტიურებასა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში უნდა აისახოს.
შეხვედრაზე სამინისტროსა და „შემოქმედებით საქართველო“-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმებიც დაისახა.
იხილეთ ვიდეო:
https://www.facebook.com/114191964091743/videos/842355399692974/